სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ

"პირველ ტაიმში სენსაციურად ვითამაშეთ. მიმდინარე სეზონში საუკეთესო თამაში იყო. მეტოქეს ბევრის საშუალებას არ ვაძლევდით, მაგრამ დომინირებისგან უფრო მეტი სარგებელი უნდა მოგვეპოვებინა. შემდგომში პრობლემები საკუთარ თავს ჩვენ თვითონვე შევუქმენით. პენალტი უბრალო სიტუაციაში ბურთის დაკარგვის შემდეგ დაგვინიშნეს. მეორე ტაიმში ლაიპციგი გადაიწყო, მინდვრის ცენტრის გაკონტროლება უკეთ გვმართებდა. შესაბამისად, თამაში გაიხსნა და გუნდები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ. ფინალურმა შედეგმა დაგვამწუხრა. უფრო მეტი მომენტი გვქონდა, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დაგეგმილზე ნაკლები ქულა მოვიპოვეთ. ამ მატჩიდან დადებით მომენტებს გავითვალისწინებთ. მართლაც, რომ ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


15-09-2019