სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტურის ცენტრალურ მატჩში ფრე დაფიქსირდა

პირველი ტაიმი ალოგიკურად დასრულდა, 1:1. ბაიერნი უპირატესობას ფლობდა, ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა. შემდეგ რამდენიმე საგოლე მომენტი გვქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენეთ.

მსაჯმა ბაიერნს პენალტი არ დაუნიშნა. მაგრამ ტაიმის მიწურულს 11-მეტრიანი მასპინძლებს მისცა. ფორსბერგმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1.

მეორე ტაიმი ლაიპციგის შეტევებით დაიწყო. მიუნხელები გოლს რამდენიმეჯერ გადაურჩნენ.

მეორე ნახევრის ბოლოსკენ რეკორდმაისტერმა კინაღამ გაიტანა. გულაშჩიმ კომანის დარტყმა ხარიხაში მოიგერია.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ფრე 1:1 დასრულდა.


14-09-2019