სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდით

"საღამოს სეზონის პირველი სერიოზული მატჩის ჩატარება გველის. ჩემპიონატი კარგად დავიწყეთ, მაგრამ ჰერტასთან შეხვედრაში დაკარგული 2 ქულის გამო დამწუხრებულები ვართ. სანაკრებო პაუზამდე 6 მატჩი გვექნება ჩასატარებელი, რომლების შემდეგაც კარგ პოზიციაზე გადასვლა გვსურს", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.

"იულიან ნაგელზმანი საკუთარი იდეების ჩანერგვას ცდილობს. მას გუნდის გაუმჯობესება სურს. როგორც წინა წლებში, ლაიპციგი აქცენტს სწრაფ ფეხბურთზე და მაღალ პრესინგზე აკეთებს" დაამატა ხორვატმა სპეციალისტმა.

"ჩვენთვის ცნობილია, რაც გველოდება. ლაიპციგთან შეხვედრებს ყოველთვის დიდი გრადუსი აქვთ. მოტივაციის ნაკლებობას არ განვიცდით. გერმანიის ჩემპიონები ვართ და გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავედით. მეტოქე ახლა პირველ ადგილზეა, მაგრამ მატჩის შემდეგ მათი ჩანაცვლება გვსურს.


14-09-2019