სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"გორეცკას გარდა ნაკრებებიდან ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელი დაბრუნდა. დეივისი და კოუტინიო გუნდს ცოტა ხანში შეურთდებიან. რაც შეეხება გორეცკას, ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა. იმედი გვაქვს, რომ ფეხბურთელი მწყობრში რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდება. ლაიპციგში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება. ჩვენი მეტოქე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. განსხვავებული და განსაკუთრებული მატჩი იქნება. გასული წლების განმავლობაში ლაიპციგმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მაგრამ ჩვენ გერმანიის ჩემპიონები ვართ. მატჩზე საკუთარ ძალებში დარწმუნებულები ჩავალთ", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.


12-09-2019