სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები შესარჩევი ციკლის მატჩებში

გასვლაზე გერმანიის ნაკრებმა ჩრდ. ირლანდია ანგარიშით 2:0 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში 4 ბაიერნელი - ნოიერი, ზულე, კიმიხი და გნაბრი გამოვიდნენ, რომლებმაც 90 წუთი ითამაშეს. მატჩის კომპენსირებულ დროში გნაბრი ბურთი შეაგდო. ნაკრების რიგებში ბაიერნის ვინგერისთვის ეს მე-10 შეხვედრაში უკვე მე-9 გოლია. ჯგუფში მანშაფტი პირველ ადგილზე გადავიდა.

ვარშავაში ლევანდოვსკის პოლონეთის და ალაბას ავსტრიის ნაკრებებმა ფრედ 0:0 ითამაშეს. ორივე ფეხბურთელს ბურთის გასატანად შანსები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.

ბაქოში პერიშიჩის ხორვატიის ნაკრებმა ქულები დაკარგა, 1:1. ბაიერნის ვინგერმა მინდორზე სრული მატჩი ჩაატარა.


10-09-2019