სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბელფასტიდან ნაკრებმა 3 ქულა წამოიღო

მორიგი კატასტროფული პირველი ტაიმი ნაკრების შესრულებით... მატჩის დებიუტში ნოიერმა მანშაფტი 100%-ანი გოლისგან გადაარჩინა.

შემდომში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდათ. ტაიმის მიწურულს ისევ კაპიტნის საიმედო თამაში ვიხილეთ. გერმანიას წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ ვერნერმა ბურთი მეკარეს გაარტყა.

შესვენების შემდეგ იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა მოუმატეს. 48-ე წუთზე ულამაზესი ბურთი ჰალსტენბერგმა შეაგდო, 0:1!

თითქმის ეგრევე კლოსტერმანს ანგარიში უნდა გაეზარდა, მაგრამ განაპირა მცველმა კარებს ააცილა.

63-ე წუთზე მანშაფტი გოლს ისევ გადაურჩა... მეტოქემ შორეულ კუთხეს ააცილა.

შეცვლაზე შემოსულ ჰავერცს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ მისი თაური დარტყმა კარებს ცოტათი ასცდა.

მატჩის მიწურულს გნაბრიმ მეორე ბურთი გაიტანა, 0:2. ნაკრებმა არც ისე კარგი თამაშის ფონზე 3 ქულა მაინც მოიპოვა.


10-09-2019