სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვი: დამსახურებლად დავმარცხდით

"შედეგით დამწუხრებული ვარ. 90 წუთის განმავლობაში მეტოქე გვჯობდა. დამსახურებლად დავმარცხდით. სამწუხაროდ, მატჩის განმავლობაში ვერც ერთ მონაკვეთში ვერ ვიგრძენი, რომ შეხვედრას ვაკონტროლებდით. შეტევების დროს ბურთს ხშირად ვკარგავდით და სახიფათო ზონებში ვერ ვხდებოდით. მეორე ნახევარში ჰოლანდიელებმა ზეწოლა გააძლიერეს და ანგარიშის გათანაბრება ვერ მოვახერხეთ. უკან მანუელ ნოიერზე ძალიან ხშირად ვთამაშობდით. ეს ის სათამაშო ფილოსოფია არ არის, რომლისკენაც მივესწრაფებით. მცველებს სათამაშო კლასის ნაკლებობა არ აქვთ. ზულემ და ტამ გამოცდილება უნდა დააგროვონ. გუნდოგანის და ჰავერცის გამოსვლის შემდეგ ბურთზე ფლობის დამყარება გვმართებდა. მაგრამ თამაში ვერ გავაუმჯობესეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ორშაბათის შეხვედრაში სწორ რეაქციას გამოვავლენთ", აღნიშნა იოაჰიმ ლიოვმა.


07-09-2019