სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიამ ჰოლანდიისგან 4 ბურთი გაუშვა...

მატჩის დასაწყისი მანშაფტმა ნერვიულად დაიწყო. სათამაშო უპირატესობა ჰოლანდიელებმა მოიპოვეს. მაგრამ მე-9 წუთზე კიმიხმა მშვენიერი დიაგონალური გადაცემით კლოსტერმანი ერთი ერთზე გაიყვანა. მცველის დარტყმა მეკარემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გნაბრიმ იყოჩაღა და ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:0!

26-ე წუთზე მანშაფტმა მორიგი კონტრშეტევა განახორციელა. გნაბრის მეკარესთვის თავზე ბურთის გადაგდება სურდა, მაგრამ დარტყმა ვერ გამოუვიდა.

ტაიმის მიწურულს როისს ანგარიში უნდა გაეზარდა, მაგრამ სილესენმა დარტყმა სასწაულად მოიგერია.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარი ისევ ჰოლანდიელების შეტევებით დაიწყო, მაგრამ პირველი სახიფათო მომენტი მანშაფტს ჰქონდა. გნაბრის დარტყმა სილესენმა კუთხურზე მოიგერია.

56-ე წუთზე ნოიერის ჯერიც დადგა. კაპიტანმა ნაკრები ისევ გადაარჩინა.

სამ წუთში გერმანია ნოიერმაც ვერ გადაარჩინა. ახლო მანძილიდან დე იონგმა გერმანიის კარები აიღო, 1:1...

ჰოლანდიის ნაკრები დაიქოქა და ტამ საკუთარ კარებში მეორე ბურთი ჩაჭრა, 1:2.

70-ე წუთზე დე ლიჰტმა ხელით ითამაშა, არბიტრმა პენალტი დანიშნა. დარტყმა კროოსმა ცივსისხლიანად შეასრულა, 2:2!

79-ე წუთზე ლამაზი კომბინაციის შემდეგ ჰოლანდიის ნაკრები წინ გავიდა, 2:3. ბურთი მალენმა შეაგდო.

კომპენსირებულ დროში ჰოლანდიამ ნოიერის კარები ისევ აიღეს, 2:4...

ბოლო წამებზე მომენტი გნაბრის ჰქონდა, მაგრამ ახლო დისტანციიდან ბურთი კარებს ვერ გაარტყა.


09-07-2019