სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვის წინა სამატჩო კომენტარები

"გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ ლეონ გორეცკას მცირე ჰემატომა ჰქონდა. ახალგაზრდა გუნდისთვის ერთი შემადგენლობით თამაში მნიშვნელოვანია. შემადგენლობაში დანაკარგების მიუხედავად მატჩის წინ ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი".

"თამაშის გაგრძელება 3 თავდასხმელით გვსურს. ნაკრებს გამოსვლა როგორც 4-3-3 ასევე 5-2-3 წყობით შეუძლია".

"სერჟ გნაბრი სასტარტო შემადგენლობაში გამოვა. ძალიან ტექნიკურია, ხაზებს შორის მოძრავია, სიჩქარეზე ბურთების გატანა შეუძლია".

"კაი ჰავერცს ბევრი ძალიან კარგი თვისება გააჩნია. მომდევნო წლებში შეიძლება ვარსკვლავი გახდეს. მიუხედავად ამისა, განვითარება და გაუმჯობესება მმართებს. სანამ საკუთარ მაღალ დონეს დემონსტრირებს დარწმუნებული ვარ, რომ საფეხბურთო სამყაროში თავის ადგილს მოიპოვებს".

"ჩვენს ფუნქციებში გასული მატჩების ანალიზის შესრულება და შეცდომების განხილვა შედის. ასევე მოთამაშეებთაბ საუბრების გამართვა და მომდევნო შეხვედრებისთვის მათი მომზადება".

"საკუთარი ძლიერი მხარეების დემონსტრირება ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ ჩვენი სათამაშო ფილოსოფიის ბაზას ერთობა და პოზიციური სტრუქტურა წარმოადგენენ".


05-09-2019