სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა შემოსავლის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

2018/19 წწ. სეზონში ბაიერნმა ბრუნვის და შემოსავლების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. კონცერნის საერთო ბრუნვა 657,4 მლნ. ევროდან 750,4 მლნ. ევრომდე გაიზარდა. შესაბამისად, წინა წლისთან შედარებით ზრდამ 14.1% შეადგინა.

ანალოგიურად შემოსავალიც გაიზარდა: გადასახადების გადახდამდე შემოსავალი 75,3 მლნ. ევროს შეადგენდა (წინა წლის მაჩვენებელი - 46,2 მლნ. ევრო), და გადასახადების გადახდის შემდეგ 52,5 მლნ. ევრო (წინა წელს - 29,5 მლნ. ევრო). შესაბამიდად, ზრდამ წინა წელთან შედარებით გადასახადების გადახდამდე 63% და გადასახადების გადახდის შემდეგ 78% შეადგინა. ბაიერნის ისტორიაში ეს საუკეთესო მაჩვენებელს შეადგენს. FC Bayern München AG-ის კონცერნის კაპიტალმა 497,4 მლნ. ევრომდე გაიზარდა.

"რა თქმა უნდა, ბაიერნის ფინანსური პროგრესით კმაყოფილები ვართ. როგორც ბრუნვამ, ასევე შემოსავალმაც ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწიეს. შესაბამისად, როგორც სპორტული, ასევე ეკომიკური თვალსაზრისით ბაიერნი სწორი გეზით მიდის. ყველას მადლობას ვუხდი", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


05-09-2019