სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მაინცი გაანადგურა

ნიკო კოვაჩმა სკამზე მიულერი და გნაბრი დატოვა. სასტარტო შემადგენლობაში კოუტინიო და პერიშიჩი გამოვიდნენ. მესამე წუთზე ბრაზილიელმა ლევანდოვსკის მომენტი შეუქმნა, მაგრამ პოლონელმა კარებს ოდნავ ააცილა.

მეექვსე წუთზე მაინცი წინ გავიდა. ბოეციუსმა თაური დარტყმით ბურთი ნოიერის კარებში გადააგზავნა, 0:1...

30-ე წუთზე სახიფათო მომენტი ისევ კოუტიონიოს გადაცემით ოღონდ ახლა პერიშიჩზე, მაგრამ ხორვატმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარებს ააცილა.

33-ე წუთზე ალაბამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ მიულერმა ბურთი მოიგერია.

თითქმის ეგრევე ბაიერნს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ და მცველებმა ერთობლივი ძალებით ბურთი კუთხურზე მოიგერიეს.

მაგრამ რეკორდმაისტერმა თავისას მაინც მიაღწია. პერიშიჩმა ბურთი პავარზე ჩააწოდა და მცველმა ლამაზი დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:1!

მიუნხელები სრულ უპირატესობას ფლობდნენ. საშუალო დისტანციიდან კიმიხმა გაისროლა, მაგრამ მეტოქე ისევ მიულერმა გადაარჩინა.

გასახდელში ალაბამ მაინცს ჯარიმიდან მეორე ცდიდან ულამაზესი ბურთი გაუტანა, 2:1!

პირველი ტაიმის ბოლო წამებზე მესამე ბურთი ტიაგოს უნდა გაეტანა, მაგრამ ესპანელმა კარებს ააცილა...

მეორე ნახევარი პერიშიჩის გოლით დაიწყო. პავარმა ფლანგიდან ჩაწოდება შეასრულა და ხორვატმა თაური დარტყმით მიულერის კარები აიღო, 3:1! ივანმა ბაიერნის მაისურში პირველი გოლი მიითვალა. პავარის აქტივში გოლი და საგოლე გადაცემაა.

მომდევნო შეტევაში მაინცს ანგარიშის შემცირება შეეძლო, მაგრამ ნოიერმა გამჭოლი გადაცემა ჩაჭრა.

კუნდეს დარტყმის შემდეგ ბურთი ტიაგოს მოხვდა, რიკოშეტის შემდეგ ნოიერის კარები გოლს ბედზე გადაურჩა.

62-ე წუთზე ლევანდოვსკის გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ნიაკატემ ბურთი ხაზიდან მოიგერია.

ორ წუთში კიმიხის მიერ ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ კომანმა ბურთი კარებში შეაგორა, 4:1!

67-ე წუთზე მინდორზე მიულერი და დეივისი გამოვიდნენ. თომასმა კოუტინიო შეცვალა, ფონსიმ კი პერიშიჩი.

დეივისმა ლევანდოვსკიზე გამჭოლი გადაცემა შეასრულა, პოლონელმა კარებს ოდნავ ააცილა.

78-ე წუთზე თავისი გოლი ლევანდოვსკიმ მიითვალა, 5:1! მიმდინარე ჩემპიონატის სამ ტურში პოლონელმა უკვე მეექვსე ბურთი გაიტანა.

თითქმის ეგრევე კოვაჩმა ტიაგოს ნაცვლად კუიზანსი გამოიყვანა.

81-ე წუთზე მიულერმა დასარტყმელ პოზიციაზე დეივისი გაიყვანა და კანადელმა ანგარიში 6:1-მდე გაზარდა!

რეკორდმაისტერმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა. მეექვსე წუთზე გაშვებული ბურთის შემდეგ გერმანიის ჩემპიონმა მეტოქის კარები ზედიზედ ექვსჯერ აიღო.

მომდევნო ტურში ბაიერნს ლაიპციგთან ურთულესი გასვლითი მატჩი ელოდება. მაგრამ გუნდს ჯერ სანაკრებო შესვენება ექნება.


31-08-2019