სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

შვარცი: ფოკუსირება საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ

"რა თქმა უნდა, ბაიერნი დიდ გამოწვევას წარმოადგენს, განსაკუთრებით, როდესაც ეს გასვლით შეხვედრას ეხება. ნებისმიერ გუნდს მათ წინააღმდეგ თამაში სრული კონცენტრაციით მმართებთ. ფოკუსირება საკუთარ თამაშზე უნდა მოვახდინოთ. პირველ რიგში, საკუთარ კარებთან საიმედო თამაში გვმართებს. მეორე რიგში, მეტოქის ნახევარზე ეფექტურები უნდა ვიყოთ. და ბოლოს, რა თქმა უნდა, იღბალი ჩვენს მხარეს უნდა იყოს", განაცხადა მაინცის მწვრთნელმა ზანდრო შვარცმა.

სეზონი მაინცმა კატასტროფულად დაიწყო. გერმანიის თასიდან გამოვარდა, ჩემპიონატში ორი ტურის შემდეგ ორი მარცხი აქვთ. მაგრამ ზანდრო შვარცის გუნდმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა. ფრაიბურგთან და გლადბახთან მატჩებში რაღაც მონაკვეთებში მაინცი მინდორზე დომინირებდა. მაგრამ მატჩის ბოლოს გუნდი კონცენტრაციას კარგავდა. მაინცმა 8 გაშვებული ბურთიდან 5 უკანასკნელ წუთებზე გაუშვა.


31-08-2019