სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტიაგო მინდორს დაუბრუნდება

"მარტივი მატჩის მოლოდინში არ ვართ. თამაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაგვიადვილდება, თუ შეხვედრისთვის სრული სერიოზულობით მოვემზადებით. კონცენტრირებული და ბეჯითი შრომა გვმართებს. მეტოქის შეუფასებლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნება. რთული მატჩის მოლოდინში ვარ", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

მიმდინარე კვირაში ტიაგო ვარჯიშს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველს კისერთან დაკავშირებული პრობლემების გამო შალკესთან შეხვედრის გამოტოვება მოუწია. პრესკონფერენციაზე კოვაჩმა განაცხადა, რომ საღამოს ტიაგოს მინდორზე ვიხილავთ. გორეცკამ საერთო ჯგუფში ივარჯიშა, მაგრამ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ფიტე არპი ავადმყოფობის გამო მატჩს გამოტოვებს.


31-08-2019