სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

2022 წლიდან კანი რუმენიგეს შეცვლის

ხუთშაბათს შეკრებაზე სამეთვალყურეო საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, რომ ოლივერ კანი საბჭოს წევრი გახდება. კანმა 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც ძალაში 2020 წლის 1 იავრიდან შევა. პირველ სტადიაზე ყოფილი კაპიტანი საბჭოს წევრი იქნება. კარლ-ჰაინც რუმენიგეს კონტაქტის ამოწურვის შემდეგ 2021 წლის 31 დეკემბერს, კანი საბჭოს თავმჯდომარეს თანამდებობას დაიკავებს.

"დარწმუნებულები ვართ, რომ ოლივერ კანის სახით პერსპექტივაზე მშვენიერი გადაწყვეტილება მივიღეთ. კლუბის ისტორიაში კანი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. უამრავი წლის განმავლობაში კანი ბაიერნის და ნაკრების კაპიტნის ფუნქციებს ასრულებდა. მან თითქმის ყველა ტიტული მოიპოვა. ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. კარიერი დასრულების შემდეგ MBA-ს ხარისხი მიიღო, საკუთარი კომპანია დაფუძნა. ოლივერ კანი ფეხბურთში ერკვევა. მას ბაიერნის დნმ-ი გააჩნია. დარწმუნებულები ვართ, რომ კანი ზუსტად ის ადამიანია, რომელიც ბაიერნი მომავლისკენ უნდა წაიყვანოს", აღნიშნა ული ჰიონესმა.

"საბჭოში ადგილის დაკავება და შემდგომში თავმჯდომარეს პოსტზე გადასვლა ჩემთვის დიდი პატივი იქნება. სამეთვალყურეო საბჭოს და პირადად ული ჰიონესს გაწეული ნდობისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ამ კლუბთან ძალიან ბევრი მაკავშირებს. ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა", თქვა ოლივერ კანმა.


30-08-2019