სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერის, კიმიხის და მიულერის რეაქცია წილისყრაზე

"მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიაქოსის და ცრვენა ზვეზდას სახით ორი ძლიერი გუნდი მივიღეთ, პლეიოფში გასასვლელად ჩვენ და ტოტენჰემი ვიბრძოლებთ. ტოტენჰემს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. მათ ეს წინა სეზონში და Audi Cup-ის გათამაშებაზე დაამტკიცეს. მაგრამ დარჩენილი გუნდების წინააღმდეგ მატჩების დიდი მოლოდინი გამაჩნია. გასვლაზე რთული შეხვედრების ჩატარება გველის", აღნიშნა მანუელ ნოიერმა.

"ტოტენჰემის სახით ძალიან საინტერესო მეტოქე მივიღეთ. მათ წინააღმდეგ მე ჯერ არ მითამაშია. წინა გათამაშების ფინალისტთან ორი დაძაბული მატჩის გამართვა გველის. საბერძნეთში განსხვავებული ატმოსფერო იქნება. ბელგრადში მარკო მარინთან შეხვედრის დიდი მოლოდინი გამაჩნია. საერთო ჯამში მიზნად პლეიოფში პირველი ადგილიდან გასვლა უნდა დავისახოთ", თქვა თომას მიულერმა.

"პირველ რიგში მიხარია, რომ ჯგუფში წინა გათამაშების ფინალისტი გვეყოლება. ტოტენჰემთან მატჩებში უნდა დავამტკიცოთ, რომ საერთაშორისო დონეზე წარმატებულად გამოსვლა შეგვიძლია. მიუნხენის ბაიერნი ვართ, ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება გვმართებს", განაცხადა იოზუა კიმიხმა.


30-08-2019