სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კომენტარები წილისყრის შესახებ

"ვთვლი, რომ წილისყრის შედეგით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ მატჩს დიდი მოტივაციით და კონცენტრაციით უნდა შევხდეთ. მეტოქეს მიმართ პატივისცემა გამოვაჟღავნოთ", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ჯგუფით კმაყოფილები უნდა ვიყოთ. პლეიოფში პირველი ადგილიდან გასვლა ჩვენი მიზანი იქნება. ამავდროულად, მეტოქეების შეუფასებლობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. საბერძნეთში და ბელგრადში მოტივირებული გუნდების გარდა ჩვენ ასევე ემოციური გულშემატკივრებიც დაგვიპირისპირდებიან", დაამატა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"ძალიან საინტერესო ჯგუფია. ამ მეტოქეების წინააღმდეგ შეხვედრების დიდი მოლოდინი გამაჩნია. მათ სტადიონებზე ყოველთვის განსხვავებული ატმოსფერო სუფევს. დარწმუნებული ვარ, რომ პლეიოფში ვითამაშებთ", დაასრულა ნიკო კოვაჩმა.


30-08-2019