სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვი: ბოლომდე დახარჯვა გვმართებს

"ახალი სეზონის დაწყება სრული კონცენტრაციით გვსურს, რადგანაც მომდევნო ზაფხულს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ნაკრების შეთამაშება და გაძლიერება ჩვენს მიზანს წარმოადგენს. ევროპის ჩემპიონატის საგზურის გაფორმება რაც შეიძლება სწრაფად გვსურს. ახალგაზრდა გუნდთან წარმატებული სვლა დავიწყეთ, ამ გეზით წინსვლის გაგრძელებას ვეცდებით. ჰოლანდიასთან და ჩრდ. ირლანდიასთან შეხვედრებში ბოლომდე დახარჯვა გვმართებს. ვთვლი, რომ ორი მომდევნო შეხვედრა არა მხოლოდ ემოციებით აღსავსე იქნება, არამედ მომდევნო სტაბილურობას მოგვიტანს, რომელიც შესარჩევ ციკლში წარმატების განვითარებაში დაგვეხმარება. ესეთი მატჩები ფეხბურთელებისთვის და გულშემატკივრებისთვის დღესასწაულის ტოლფასია", აღნიშნა იოაჰიმ ლიოვმა.


29-08-2019