სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი ბაიერნში 2023 წლამდე ითამაშებს

ბაიერნის ხელმძღვანელობამ რობერტ ლევანდოვსკისთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. მოქმედი ხელშეკრულება ძალაში 2021 წლის 30 ივნისამდე იყო.

"პირადად მე რობერტ ლევანდოვსკის მსოფლიოში საუკეთესო თავდასხმელად ვთვლი. წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის ლიდერია. შესაბამისად ბედნიერები ვართ, რომ დიდი ხნით ჩვენთან ითამაშებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ლევანდოვსკისთან ერთად უმაღლეს მიზნებს მივაღწევთ", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"რობერტი გუნდის ნამდვილი ლიდერი გახდა. ბაიერნისთვის და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. ისეთივე, როგორც რობენი და რიბერი იყვნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონებში საკუთარ შესანიშნავ სტატისტიკას განაგრძობს", აღნიშნა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"ბავარიის მიწა ჩემთვის სამშობლო გახდა. მიუნხენში ჩემი ოჯახი თავს კომფორტულად გრძნობს. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ბევრს მივაღწევთ. ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მშვენიერი გუნდი გვყავს. ამაყი ვარ, რომ ამ გუნდის ნაწილს წარმოვადგენ", თქვა რობერტ ლევანდოვსკიმ.


29-08-2019