სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გორეცკა ბურთთან ვარჯიშს დაუბრუნდა

სამშაბათს დილით ბაიერნის ფეხბურთელები ორ მცირერიცხვოვანი ჯგუფით ბუნდესლიგის მომდევნო ტურისთვის მზადდებას შეუდგნენ. შაბათს 17.30 წუთზე ნიკო კოვაჩის გუნდი მაინცს უმასპინძლებს. ერთი ჯგუფი სავარჯიშო ცენტრში მუშაობდა, მეორე კი, რომელშიც ახალწვეულები კოუტინიო, პერიშიჩი და კუიზანსი შედიოდნენ, მინდორზე ვარჯიშობდნენ. მათთან ერთად გამოჯანმრთელებული ჯერომ ბოატენგიც მუშაობდა.

ლეონ გორეცკა დოზირებული პროგრამით ვარჯიშს განაგრძობს. 24 წლის გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ბარძაყის ტრავმის შემდეგ აღდგენით პროცედურებს გადის. გორეცკამ პეტეს შლოსერის მეთვალყურეობით ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. ფიტე არპმა ავადმყოფობის გამო ვარჯიში გამოტოვა.


27-08-2019