სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ შალკე გაანადგურა

"ბედნიერი ვარ, რომ ისევ გავიტანე", განაცხადა ლევანდოვსკიმ შალკესთან მატჩის შემდეგ. "მარტო შეხვედრას ვერ მოიგებ, მაგრამ გუნდთან ერთად ტიტულების მოპოვება შეგვიძლია", დაამატა პოლონელმა ფორვარდმა.

პირველი ორი ტურის შემდეგ ლევანდოვსკიმ 5 ბურთი გაიტანა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ გერდ მიულერს ჰქონდა. 1977/78 წწ. სეზონში ლეგენდამ 6 ბურთი შეაგდო.

"5 გოლი მშვენიერი სტარტია. მისი წარმატებით ყველანი ბედნიერები ვართ", აღნიშნა კაპიტანმა ნოიერმა.

"საჯარიმოში და მის გარეთ ლევანდოვსკი საუკეთესოა. მნიშვნელოვანია, რომ ლევანდოვსკი დასარტყმელ პოზიციაზე გადიოდა. "Lewy"-ის ბურთის მომწოდებლები სჭირდება. გასულ შეხვედრაში ამის გაკეთება მოვახერხეთ, იგივე მომდევნო კვირებში უნდა გაგრძელდეს", თქვა ნიკო კოვაჩმა.


26-08-2019