სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნის მომავალი ლიდერები

Bild.de-ს ჟურნალისტის აზრით, ახლო მომავალში ალაბა, კიმიხი და გორეცკა ბაიერნის ნამდვილი ლიდერები გახდებიან.

"პავარი ძალიან კარგი ფეხბურთელია. ბევრი იწერება, რომ 2019 წელს ბაიერნში გადმოვა. ჩემთვის ცნობილია, რომ მას ცენტრის გარდა დაცვის მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. მე ეს არ მაშინებს. საკუთარი ადგილის დათმობას არ ვაპირებ", აღნიშნა იოზუა კიმიხმა.

მაგრამ... ნაკრების ბოლო შეხვედრაში ლიოვმა ბაიერნის ახალგაზრდა მცველი საყრდენ ზონაში გამოიყენა.

"როდესაც მწვრთნელმა თქვა, რომ იოზუა 6-ანს დაუბრუნდება, ვიცოდი, რომ მისთვის ეს დღესასწაულის ტოლფასი იქნებოდა", იხუმრა თომას მიულერმა.

ბაიერნში ლეონ გორეცკას წარმატებული დებიუტი ჰქონდა. შვაბებთან მატჩში ახალგაზრდა ნახევარმცველმა გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

"ბაიერნში სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არ მოვსულვარ", განაცხადა გორეცკამ.

ავსტრიის ნაკრებში ალაბამ კაპიტნის სტატუსში შვედებთან შეხვედრაში ბურთი შეაგდო.

"ბაიერნში მომდევნო ნაბიჯის გადადგმას ვაპირებ. პასუხისმგებლობის მომატებას და საკუთარი გამოცდილების გაზიარება მსურს", თქვა ალაბამ.


08-09-2018