სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის ჰეთ-ტრიკი და 3 ქულა

ტიაგომ კისერთან გამოწვეული პრობლემების გამო მატჩის განაცხადში ვერ შევიდა. მის ნაცვლად საყრდენის პოზიცია კიმიხმა დაიკავა.

პირველი მომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა. კიმიხმა ჯარიმა შეასრულა, საჯარიმოში ბურთი ლევანდოვსკისთან მივიდა, მაგრამ მისი დარტყმული ნუბელმა აიღო.

მე-17 წუთზე ნუბელმა შალკე ისევ გადაარჩინა. პავარის თაური დარტყმა მეკარემ სასწაულად მოიგერია.

სამ წუთში მაკკეინიმ კომანი საჯარიმოში წააქცია და არბიტრმა პენალტი დანიშნა. ლევანდოვსკიმ დარტყმა ცივსისხლიანად გამოიყენა, 0:1!

29-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან მასკარელიმ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად.

ტაიმის ბოლოსკენ შალკე გააქტიურდა, მაგრამ ნოიერის განერვიულება მეტოქემ მაინც ვერ შეძლო.

43-ე წუთზე კომანმა ტოლისო დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ კოკომ კარებს ოდნავ ააცილა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:1 გავიდნენ.

მეორე ტაიმი პოლონელის მეორე ბურთით დაიწყო. ბაიერნი ანგარიშით 0:2 წინ გავიდა! ლევანდოვსკიმ ჯარიმიდან ულამაზესი გოლი მიითვალა.

57-ე წუთზე კოვაჩმა მინდორზე ახალწვეულები კოუტინიო და პერიშიჩი გამოიყვანა.

შალკე უპირატესობას დაეუფლა. მომენტები ნასტასიჩს და კალიჯურის ჰქონდათ, მაგრამ დივიდენტები ვერ მოიპოვებს.

74-ე წუთზე ბურგსტალერის თაურის დარტყმას ნოიერი დაეუფლა.

ორ წუთში ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა. პოლონელმა უმაღლესი კლასის ბურთი შეაგდო, 0:3!

ტრავმის შემდეგ გუნდს მარტინეზი დაუბრინდა, რომელიც საიმედოდ გამოიყურებოდა.

ბოლო წამებზე მომენტი ალაბას ჰქონდა, მაგრამ ნუბელმა მეტოქე გადაარჩინა.

ლევანდოვსკის ჰეთ-ტრიკის წყალობით ბაიერნმა ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა!


24-08-2019