სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში ბაიერნი შალკეს 98-ჯერ შეხვდა. აქედან მიუნხენელებმა 52 მატჩი მოიგეს, 28 ფრეს დაასრულეს და 18 დათმეს. ბურთები, 206:104.

ბუნდესლიგაში ბაიერნი შალკესთან უკვე 17 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდება. უკანასკნელად რეკორმაისტერმა 2010 წლის დეკემბერი წააგო (0:2). გამარჯვებათა სერია 4 მატჩიდან შედგება (საერთო ანგარიშით, 10:2).

ბოლო დღეების განმავლობაში გერმანიის ჩემპიონი 3 ფეხბურთელით გაძლიერდა. სასტარტო შემადგენლობაში შეიძლება პერიშიჩი ვიხილოთ, კოუტინიოს და კუიზანსის პირველი წუთებიდა გამოსვლა ნაკლებად სავარაუდოა.

რობერტ ლევანდოვსკი შალკესთან წინააღმდეგ მატჩებს მშვენივრად ატარებს. პოლონელმა თავდასხმელმა 20 შეხვედრაში 15 გოლი მიითვალა. უკანასკნელ 8 მატჩში მან "ხუმარების" კარები 19-ჯერ აიღო.


24-08-2019