სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ჯერომ ბოატენგი, ფიტე არპი და ლეონ გორეცკა შალკესთან მატჩს გამოტოვებენ. პირველი ორი ავად გახდა, გორეცკას ტრავმა აწუხებს".

"კოუტინიოს ვარჯიშზე თვალს ვადევნებდი. დავრწმუნდი, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ამავდროულად უბრალო ბიჭია, რომელსაც გლამური არ მოწონს. მას გუნდში ინტეგრირება რაც შეიძლება სწრაფად სურს. მაგრამ ჩვენ მის დაჩქარებას არ ვაპირებთ. ფიზიკური თვალსაზრისით ტოპ დონეს ჯერ ვერ მიაღწია".

"ივან პერიშიჩის ფიზიკური მდგომარეობა მახარებს. იგივე დონეზეა, რაც გუნდის სხვა ფეხბურთელები არიან. შაბათს საღამოს შეიძლება სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდეს".

"ლუკა ერნანდეზმა ოპტიმალური კონდიციები ჯერ ვერ აღიდგინა. ეს ნორმალური მოვლენაა, რადგანაც 6 თვის განმავლობაში აღდგენით პროცედურებს გადის. ძალიან ბეჯითად შრომობს. შრომისმოყვარეა. ძალიან კარგი ადამიანია".


22-08-2019