სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოუტინიო ალონსოს გზით?

ბაიერნი და მთელი ბუნდესლიგა კოუტინიოს დებიუტის მოლოდინშია. "ჩემპიონატში ესეთი დონის ფეხბურთელის ხილვა ბუნდესლიგისთვის დიდი საქმეა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდება", განაცხადა ჰერტას ფეხბურთელმა მარკო გრუიჩმა, რომელიც ბრაზილიელს ლივერპულიდან იცნობს. ბაიერნის ახალწვეულმა დებიუტი შეიძლება უკვე შაბათს შალკესთან მატჩში იზეიმოს, და ეს პირველი დებიუტი არ იქნება, რომელიც "კნაპებთან" შეხვედრაში მოხდა.

2014 წლის 30 აგვისტოს შალკესთან მატჩში დებიუტი ჩაბი ალონსომ იზეიმა, რომელმაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. იმ შეხვედრაში ასევე თავისი პირველი ბურთი ბაიერნის მაისურში რობერტ ლევანდოვსკიმ შეაგდო. ახლა პოლონელს ბაიერნის რიგებში 194 გოლი დაუგროვდა. მიუნხენური კლუბის სიაში ლევანდოვსკი მესამე ადგილზე იმყოფება. საუკეთესო მაჩვენებელი მხოლოდ კარლ-ჰაინც რუმენიგეს (217) და ლეგენდარულ გერდ მიულერს (508) აქვთ.

2017 წლის 19 სექტემბერს იგივეს გაკეთება ხამესს გამოუვიდა. 29-ე წუთზე კოლუმბიელმა ანგარიში 2:0-მდე გაზარდა. "ბაიერნში პირველი ბურთი შევაგდე და მთლიანობაში კარგი თამაში ვაჩვენე", თქვა მაშინ ხამესმა.

იგივეს გულშემატკივრები კოუტინიოსგანაც ელიან. პრეზენტაციაზე ჰასან სალიჰამიჯიჩმა შოუს დაპირდა. შალკეს სტადიონი შოუსთვის წაადგებოდა!


22-08-2019