სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ღია ვარჯიშს 1500 გულშემატკივარი ესტუმრა

სამშაბათს, ცუდი ამინდის მიუხედავად, რეკორდმაისტერის ღია ვარჯიშს 1500-მდე გულშემატკივარი დაესწრო. მათ ორი ახალწვეულის მიკაელ კუიზანსის და ფილიპე კოუტინიოს ხილვა სურდათ.

ნიკო კოვაჩის განკარგულებაში 18 ფეხბურთელი იყო. კოკო ტოლისო ინდივიდუალური პროგრამით სავარჯიშო ცენტრში მუშაობდა. ლეონ გორეცკამ ტრავმის გამო ვარჯიში გამოტოვა. ფრუჰტლს და ჰოფმანს დასვენებისთვის პაუზა მიეცათ, რადგანაც წინა დღეს დუბლის შემადგენლობაში იყვნენ. რა თქმა უნდა, უმრავლესობა კოუტინიოს აკვირდებოდა.

ბევრმა მისი 10-ნომრიანი მაისური უკვე შეიძინა. მოთელვის დროს ახალწვეული ლევანდოვსკისთან საუბრობდა. შესაძლებელია, რომ ახალ კომბინაციებს განიხილავდნენ. სავარჯიშო მატჩის დროს მათ ერთი საგოლე შეტევა გამოუვიდათ. კოუტინიომ ლევანდოვსკიზე საგოლე გადაცემა შეასრულა. ბრაზილიელმა გულშემატკივრებზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კოუტინიო სწრაფ სიჩქარეს, შესანიშნავ ტექნიკას ფლობს და ბურთს მშვენივრად აკონტროლებს. 90-წუთიანი ვარჯიში ბევრის მეტყველი გამოვიდა.


21-08-2019