სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოუტინიოსთან კონტრაქტი გაფორმებულია

ბაიერნმა ფილიპე კოუტინიოსთან კონტრაქტი გააფორმა. კვირა დღეს ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა სამედიცინო დათვალიერება გაიარა, შემდეგ ზებენერშტრასეზე ხელი კონტრაქტს მოაწერა. ბაიერნმა ბარსელონადან 27 წლის კოუტინიო ერთწლიანი იჯარით აიყვანა.

ფილიპე კოუტინიო ბაიერნში 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

"ჩემთვის ეს გადასვლა ახალ გამოწვევას ნიშნავს. ახალ ქვეყანაში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებ. დიდი მოლოდინი გამაჩნია. ასევე როგორც ბაიერნს, მეც ყოველთვის დიდი მიზნები მაქვს დასახული. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ თანაგუნდელებთან ერთად დასახულ მიზნებს მივაღწევთ", განაცხადა ბრაზილიელმა.

"ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. ახლა ბედნიერები ვართ იმით, რომ ყველაფერი შედგა. ფილიპეს სახით ბაიერნმა ძალიან ტექნიკური და კრეატიული ფეხბურთელი შეიძინა. კოუტინიო ჩვენს შემტევ ხაზს გააძლიერებს", აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ფილიპემ მოლაპარაკებების დროს ხაზი გაუსვა იმას, რომ გადასვლა აუცილებლად ბაიერნში სურს. მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელსაც განუმეორებელი უნარები გააჩნია. შეტევის ხაზში თამაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია. მისი თვისებების დახმარებით ჩვენი შემადგენლობა გაძლიერდება. ამბიციური მიზნების მისაღწევად კოუტინიო აუცილებლად დაგვეხმარება", თქვა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.


19-08-2019