სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კუიზანსთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს

ბაიერნში გლადბახიდან მიკაელ კუიზანსი გადავიდა. რეკორდმაისტერმა 20 წლის ფეხბურთელთან 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მომდევნო კვირიდან კუიზანსი გუნდთან ერთად ივარჯიშებს.

"გლადბახის რიგებში მიკაელი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ძალიან ტექნიკურია, მას დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენთან მიკაელი განვითარებას განაგრძნობს. დარწმუნებულები ვართ, რომ მისი თამაში ბევრ დადებით ემოციას გვაჩუქებს", თქვა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"ვიცი, რომ ჩემთვის ეს დიდი ნაბიჯია. მაგრამ ვგრძნობ, რომ მზად ვარ. ბაიერნის მაისურის მორგება ჩემთვის დიდი პატივი იქნება. მოხარული ვარ იმით, რომ ბაიერნში რამდენიმე ფრანგი თამაშობს. ეს გარემოება სწრაფ ადაპტაციაში დამეხმარება", განაცხადა კუიზანსმა.


18-08-2019