სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ოპტიმისტურად არის განწყობილი

"ისე ვითამაშეთ, როგორც ვგეგმავდით. ესეთი თამაშით ჰერტას 10-დან 9 მატჩს მოვუგებდით. მაგრამ ის ერთადერთი მატჩი გასულ საღამოზე მოვიდა. რა თქმა უნდა, ვხდებით, რომ ამხელა უპირატესობის ფონზე ორზე მეტი ბურთის გატანა გვმართებდა. მეტოქეს ყველა პარამეტრით ვაჯობეთ", განაცხადა თომას მიულერმა.

"პერიოდულად დასკვნითი გადაცემის შესრულება გვაკლდა. სეზონის დებიუტში ეს ხშირი მოვლენაა. ფეხბურთელები ჯერ შეთამაშებულები არ არიან", აღნიშნა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ. უამრავი მომენტი შევქმენით. პირველ ტურში ყველა გუნდი საკუთარი თამაშის ძიებაში იმყოფება. საყაიმო შედეგი პრობლემას არ წარმოადგენს", დაამატა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

ლევანდოვსკიმ რეკორდი დაამყარა. პოლონელი თავდასხმელი უკვე ზედიზედ მეხუთე სეზონია გახსნით შეხვედრაში მინიმუმ ერთ ბურთს იტანს.


17-08-2019