სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოუტინიო ბაიერნის ფეხბურთელი გახდა

ბაიერნმა და ბარსელონამ კოუტინიოს ტრანსფერის შესახებ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. 27 წლის ბრაზილიელი რეკორდმაისტერის რიგებში მომდევნო სეზონს იჯარის წესით ჩაატარებს, რომლის შემდეგ მიუნხენურ ბოსებს ფეხბურთელის გამოსყიდვა შეუძლიათ. მომდევნო დღეებში მიუნხენში კოუტინიო სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"ვადასტურებ, რომ ოთხშაბათს ჰასანთან ერთად ბარსელონაში ვიყავით, სადაც კლუბთან და ფეხბურთელთან დეტალები შევათანხმეთ. კოუტინიოს ტრანსფერზე დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით. სახელი დიდ როლს არ თამაშობს, უპირატესობას სათამაშო დონეს ვანიჭებთ", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

"ბარსელონას მადლობას ვუხდი. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ რამდენიმე დეტალის უზრუნველყოფა მოგვიწევს, მაგრამ ბედნიერები ვართ, რომ ამ ფეხბურთელის ტრანსფერი მოვახდინეთ", დაამატა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

"ვთვლი, რომ არა მხოლოდ ბაიერნი ასევე მთელი ბუნდესლიგა ასეთი დონის ფეხბურთელის გადმოვსლით ბედნიერი უნდა იყოს", დაასრულა ნიკო კოვაჩმა.


17-08-2019