სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა და ჰერტამ ფრედ ითამაშეს

შეხვედრა ბაიერნმა კლასიკურად დაიწყო, ბურთის ფლობით და მეტოქეზე ზეწოლით. მომენტები ტიაგოს, მიულერს, გნაბრის და კომანს ჰქონდათ. პოლონელი თავდასხმელი თავისას 24-ე წუთზე მიაღწია. ფლანგიდან გადაცემა გნაბრიმ გაუკეთა და ლევანდოვსკიმ ვარდნაში ბურთი კარებში გადააგზავნა.

შემდგომში მიუნხელები სამწუხაროდ მოეშვნენ. ჰერტამ ეს გამოიყენა და ორი ბურთი შეაგდო. ტაიმის ბოლოსკენ საჯარიმოში რამდენჯერმე კომანი წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:2 გავიდნენ.

მეორე ტაიმი გუნდმა შეტევებით დაიწყო. საშუალო დისტანციიდან გნაბრიმ გაისროლა, მაგრამ მეკარე იარშტეინმა დარტყმა მოიგერია.

58-ე წუთზე არბიტრმა ვიდეოასისტენტის დახმარებით პენალტი დანიშნა. ჰერტას მცველმა ლევანდოვსკი ხელით მოქაჩა და წააქცია. პოლონელმა 11-მეტრიანი ცივსისხლიანად გამოიყენა, 2:2.

მატჩის დამთავრებამდე ბაიერნი უპირატესობას ფლობდა, მაგრამ... მესამე გოლი ვერ გაიტანა. პირველი ტურის შემდეგ გუნდმა მხოლოდ ქულა მოიპოვა.


17-08-2019