სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურში ბაიერნი და ჰერტა ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ. 2000/01 წწ. სეზონში ოლიმპიაშტადიონზე ბაიერნმა ჰერტა ანგარიშით 4:1 გაანადგურა.

ბაიერნი პირველ ტურში მოქმედი ჩემპიონის სტატუსში მეთორმეტედ ითამაშებს. ამ მატჩებში რეკორდმაისტერს შესანიშნავი სტატისტიკა დაუგროვდა - 10 გამარჯვება და ფრე. ბაიერნმა მხოლოდ 2008 წელს ჰამბურგის დამარცხება ვერ შეძლო (2:2).

ბოლო წლებში ჰერტა პირველი ტურის მატჩებს კარგად ატარებს. გუნდმა უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 5 მოიგო და ერთი მატჩი ფრედ დაასრულა. გამარჯვებათა სერია 4 თამაშს შეიცავს.

უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში რობერტ ლევანდოვსკი გახსნით მატჩებში ბურთს იტანს, რაც შტეფან კისლინგის და კლას იან ჰუნტელარის შედეგის გამეორებაა. საღამოს გოლის შემთხვევაში პოლონელი თავდასხმელი ახალ რეკორდს დაამყარებს.


16-08-2019