სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა კოტბუსი დაამარცხა

2019/20 წწ. სეზონი ბაიერნმა გამარჯვებით დაიწყო. გერმანიის თასის პირველ რაუნდში რეკორდმაისტერმა გასვლაზე კოტბუსს ანგარიშით 3:1 სძლია.

პირველ ტაიმში ბურთი ლევანდოვსკიმ შეაგდო. პოლონელს კიდევ 1-2 მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეკარემ დარტყმები მოიგერია. კინგზლი კომანმა თაური დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას გაარტყა.

ფრანგმა თავისას მეორე ნახევარში მიაღწია. საშუალო დისტანციიდან კომანმა კოტბუსის კარები დალაშქრა, 2:0!

ბაიერნი მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ დასკვნით სტადიაზე ფეხბურთელები სცოდავდნენ. მათი შეცდომა გორეცკამ გამოასწორა, რომელიც შეცვლაზე გამოვიდა. გნაბრისთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ლეონმა ბურთი კარებში გადააგზავნა, 3:0!

მაგრამ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა ერთი ბურთი მაინც შეაგდეს. გორეცკამ მეტოქე საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც კოტბუსმა გამოიყენა, 3:1!

88-ე წუთზე ოფიციალურ მატჩებში დებიუტი ლუკა ერნანდეზმა იზეიმა.


13-08-2019