სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

79 დღის წინ ბაიერნმა გერმანიის თასის ფინალში ლაიპციგს ანგარიშით 3:0 სძლია და თასს მე-19-ედ დაეუფლა. საღამოს ნიკო კოვაჩის გუნდი ახალ გათამაშებაში თასის დაცვას დაიწყებს.

გერმანიის თასის ფარგლებში კოტბუსი და ბაიერნი ერთმანეთს ჯერ არ შეხვედრილან. 2000-09 წწ. განმავლობაში გუნდები ჩემპიონატში 12-ჯერ ითამაშეს. უკანასკნელ შეხვედრაში, რომელიც ზუსტად 10 წლის წინ გაიმართა, ბაიერნმა კოტბუსს ანგარიშით 3:1 სძლია. თომას მიულერი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც ამ შემადგენლობიდან იმ მატჩში მიიღო მონაწილეობა. საერთო სტატისტიკაში მიუნხენელებს უპირატესობა აქვს. რეკორდმაისტერმა 10 გამარჯვება მოიპოვა. ორ შეხვედრაში წარმატებას კოტბუსმა მიაღწია: 2000 წლის ოქტომბერში (1:0) და 2008 წლის მარტში (2:0).

სტატისტიკას რომ დავხედოთ, ბაიერნს პირველი რაუნდის გადალახვა არ უნდა გაუჭირდეს. უკანასკნელად მიუნხენელები პირველ რაუნდს 25 წლის წინ ფესტენბერგგროიტთან მარცხის შემდეგ (0:1) ვერ გასცდნენ. იოზუა კიმიხი, ლეონ გორეცკა და სერჟ გნაბრი მაშინ დაბადებულები არც იყვნენ და მომდევნო შეხვედრაში ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ისტორიაში უარყოფითად არ შევიდნენ.

გერმანიის თასის ფარგლებში, უკვე 30 გასვლითი მატჩის განმავლობაში, ბაიერნი მომდევნო სტადიაზე სტაბილურად გადის. უკანასკნელად მიუნხენელები გასვლაზე 10 წლის წინ ლევერკუზენთან დამარცხდნენ.


12-08-2019