სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიოვი: "სწორი რეაქციის დემონსტრირება საჭირო იყო"

"თამაშის დონის გაუმჯობესება უმთავრესი მომენტი იყო. მსოფლიო ჩემპიონატის ჩავარდნის შემდეგ საჭირო იყო სწორი რეაქციის დემონსტრირება. ვთვლი, რომ ნაკრებმა ამის გაკეთება მოახერხა. მსოფლიო ჩემპიონისთვის არა ერთი ბურთის გატანა შეგვეძლო. ვიცოდით, რომ საფრანგეთი თავის ნახევარზე 10 ფეხბურთელით იდგება. აქედან გამომდინარე, დაცვაში საიმედო თამაში გვმართებდა, რადგანაც კონტრშეტევებზე მეტოქე ძალიან სახიფათოა. ამის განეიტრალება შევძელით. დაცვაში კარგად ვითამაშეთ, ამით მომავლისთვის ფუნდამენტი ჩავყარეთ. ერთი მატჩით მსოფლიო ჩემპიონატის დავიწყება უბრალოდ გულუბრყვილობა იქნებოდა. გრძელვადიანი პროცესია. რეაბილიტაციას მხოლოდ მომდევნო ტურნირზე შევძლებთ", განაცხადა იოაჰიმ ლიოვმა.


07-09-2018