სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ერნანდეზმა საერთო ჯგუფთან ივარჯიშა

ტეგერნზეში გუნდის პირველ ვარჯიშს 2500 გულშემატკივარი დაესწრო. ყურადღების ცენტრში მსოფლიო ჩემპიონი ლუკა ერნანდეზი იყო. ფრანგმა მუხლზე ოპერაციის შემდეგ, რომელმაც 4-თვიანი პაუზა გამოიწვია, საერთო ჯგუფში პირველად ივარჯიშა.

"ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კარგ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. ახლა გუნდში ადაპტაციას გაივლის", განაცხადა 2-საათიანი ვარჯიშის შემდეგ ლეონ გორეცკამ.

"ვფიქრობ, რომ იმ ფეხბურთელებს მიეკუთვნება, რომლებიც გუნდს ეგრევე დაეხმარებიან. ყოველთის კარგ განწყობაზე იმყოფება. ძალიან პოზიტიური ადამიანი და უმაღლესი დონის ფეხბურთელია", თქვა ნიკლას ზულემ.

ტიაგომ, ალაბამ და მარტინეზმა ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს. სასტუმროში წასვლამდე ფეხბურთელებმა გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღეს და ავტოგრაფები გადაიღეს.


07-08-2019