სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მომზადების დასკვნით სტადიაში შევიდა

ბაიერნი წინა სასეზონო მომზადების ბოლო სტადიაში შევიდა. ზებენერ შტრასეს და აშშ-ს 10 დღიანი ტურნეს შემდეგ, დღეს ბაიერნელები სავარჯიშო შეკრებას ტეგერნზეზე დაიწყებენ.

მომდევნო 5 დღის განმავლობაში გუნდი უკანასკნელი დეტალების გაუმჯობესებას გეგმავენ. 12 აგვისტოს ბაიერნი გერმანიის თასის პირველ რაუნდში კოტბუსს შეხვდება. 16 აგვისტოს მიუნხენელები ბუნდესლიგის პირველ ტურში ჰერტას დაუპირისპირდებიან.

წინა სეზონის დაწყებამდე ბაიერნმა შეეკრება ასევე ტეგერნზეზე გაიარა და ბოლოს დუბლი მოიპოვა. ლუკა ერნანდეზმა მუხლის ტრავმა მოიშუშა. შეკრების ფარგლებში მცველის გუნდში ინტეგრაცია მოხდება.

ხუთშაბათს 20.30 წუთზე ბაიერნი ამხანაგურ შეხვედრას როთაჰ-ეგერნის წინააღმდეგ გამართავს. შაბათს გუნდი მიუნხენში დაბრუნდება, სადაც კოტბუსის მატჩამდე დასკვნით ვარჯიშს ჩაატარებს.


06-08-2019