სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სუპერთასი დორტმუნდში დარჩა

მატჩის დებიუტშივე ბაიერნი ნოიერმა გადაარჩინა. კაპიტანმა ახლო დისტანციიდან როისის დარტყმული ბურთი მოიგერია!

14-ე წუთზე ბაიერნი ისევ გადარჩა. ნოიერის გამოსვლამ ალკასერი დააბნია და მან ცარიელ კარებში ბურთი ვერ გადააგზავნა.

მოედნის ცენტრში ბაიერნის ფეხბურთელები ბევრ შეცდომას უშვებდნენ.

ლევანდოვსკის დარტყმა ვიცელმა დაბლოკა, ბურთი კუთხურზე გადავიდა. ბაიერნელებმა სტანდარტი ნაკლებად წარმატებულად გამოიყენეს.

20-ე წუთზე ნოიერს ისევ მოუწია თამაშში ჩართვა.

პირველი კარგი მომენტი რეკორდმაისტერმა 22-ე წუთზე შექმნა. გორეცკამ ფლანგიდან გადაცემა კომანზე შეასრულა, მაგრამ ფრანგის დარტყმა ჰიტცმა მოიგერია.

26-ე წუთზე მიუნხენელებმა ისევ იყოჩაღეს, მაგრამ ბურთის გზაზე კვლავ ჰიტცი დადგა.

36-ე წუთზე ჰიტცის და გორეცკას ორთაბრძოლამ მინდორზე ფეხბურთელებს შორის გარჩევა გამოიწვია.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:0 გავიდნენ.

48-ე წუთზე ტიაგოს შეცდომის შემდეგ დორტმუნდმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, რომლის შემდეგ ალკასერმა ნოიერის კარები დალაშქრა 1:0...

7 წუთის შემდეგ გორეცკას დარტყმა ჰიტცმა კუთხურზე მოიგერია.

58-ე წუთზე დორტმუნდი გაშვებულ გოლს სასწაულად გადაურჩა. ჰიტცმა და აკანჯიმ კომანის და მიულერის დარტყმები მოიგერიეს...

67-ე წუთზე კიმიხმა სოლო რეიდი განახორციელა, მაგრამ ვერ დააგვირგვინა.

ერთ წუთში სანჩომ ნოიერის კარები მეორედ აიღო... 2:0.

მატჩის დასრულებამდე ანგარიში არ შეცვლილა. სუპერთასი დორტმუნდი დარჩა.


03-08-2019