სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შაბათს სუპერთასის ფინალი მეოცედ გაიმართება, აქედან 12 ჯერ თასს მოქმედი ჩემპიონი ეუფლებოდა.

სუპერთასის ფარგლებში ბაიერნი და დორტმუნდი ერთმანეთს მეშვიდედ შეხვდებიან. არც ერთი სხვა წყვილი უფრო ხშირად ერთმანეთს არ ხვდებოდა. ორივე გუნდი თასს სამჯერ დაუეფლნენ. ბოლო დუელი 2017 წელს შედგა, რეკორდმაისტერმა მეტოქე პენალტების სერიაში დაამარცხა.

სუპერთასის გათამაშებაში ბაიერნი მონაწილეობას მეცამეტედ მიიღებს. მიმდინარე სეზონში ბაიერნი ფინალში ზედიზედ მერვედ ითამაშებს. აქედან მიუნხენელებმა თასი ოთხჯერ მოიგეს, რაც რეკორდია. მაგალითისთვის, დორტმუნდმა სუპერთასზე 10-ჯერ ითამაშა და ჯილდო 5-ჯერ მოიპოვა.

თომას მიულერმა და მატს ჰუმელსმა თასი 5-ჯერ მოიგეს (როგორც რობენმა და რიბერიმ). საღამოს ერთ-ერთი მათგანი რეკორდსმენი გახდება.

საღამოს მიულერი და ლევანდოვსკი მინდორზე სუპერთასის გათამაშების შეხვედრაში მეცხრედ ითამაშენ, რაც რეკორდია. შემდეგ მოდიან მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი და მატს ჰუმელსი - 6 მატჩი.


03-08-2019