სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი: გნაბრი სუპერთასს გამოტოვებს

"წინა სასეზონო მომზადებით კმაყოფილი ვარ. ძლიერ მეტოქეებს შევხდით, რომლებთანაც მატჩებში კარგი თამაშის ჩვენება მოვახერხეთ. კინგზლი კომანი თავს კარგად გრძნობს. დღეს გუნდის საერთო ჯგუფს დაუბრუნდება. სერჟ გნაბრი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. სუპერთასის მატჩის განაცხადში ვერ მოხვდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შემდეგ კვირაში გერმანიის თასის მატჩში მონაწილეობის მიღება შეძლოს. სამშაბათს ლუკა ერნანდეზი გუნდთან ერთად სავარჯიშო შეკრებაზე გაემგზავრება, სადაც საერთო ჯგუფის რიგებში იმუშავებს. დორტმუნდი ზაფხულის განმავლობაში გაძლიერდა. ინტენსიური მატჩი იქნება. სეზონის განმავლობაში დორტმუნდი ჩვენი მთავარი მდევარი იქნება. შაბათს საღამოს თამაში სრული კონცენტრაციით გვმართებს", განაცხადა ნიკო კოვაჩმა.


02-08-2019