სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა Audi Cup-ი ვერ მოიგო

Audi Cup-ის ფინალზე ნიკო კოვაჩმა სასტარტო შემადგენლობაში უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი დააყენა. მინდორზე ძირითადი მოთამაშეებისგან მხოლოდ ნოიერი, ზულე, პავარი და ტოლისო იყვნენ.

უკვე მეხუთე წუთზე კაპიტანმა გუნდი გადაარჩინა, მაგრამ მე-19 წუთზე ნოიერიც უძლური იყო. ახლო მანძილიდან ბაიერნის კარები ლამელამ დალაშქრა.

ახალგაზრდებს შორის ყველაზე აქტიური ზინგჰი იყო. ახალზელანდიელმა თავი რამდენიმე კარგი გარღვევით და დარტყმით დაამახსოვრა. შესვენებაზე გუნდები 0:1 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში ნოიერმა კარებში ადგილი ულრაიხს დაუთმო. სვენმა გუნდი ერთ ეპიზოდში გადაარჩინა. უპირატესობას ტოტენჰემის ფეხბურთელები ფლობდნენ და ერიქსენმა ანგარიში 0:2-მდე გაზარდა.

ამის შემდეგ კოვაჩმა მოედანზე ძირითადი ფეხბურთელების გამოყვანა დაიწყო. ბაიერნმა ჯერ ერთი ბურთი გაჰქვითა. გოლი არპმა მიითვალა. შემდეგ კი დეივისმა ანგარიში გაათანაბრა. კანადიელს საჯარიმოს გარედან კარგი დარტყმა გამოუვიდა. ძირითადი დრო საყაიმო ანგარიშით დასრულდა, 2:2.

პენალტების სერია უფრო წარმატებულად სტუმრებმა შეასრულეს. ბაიერნის რიგებში თავისი დარტყმები ალაბამ და ბოატენგმა გააცუდეს. თასი ტოტენჰემმა მოიგო.

შაბათს ბაიერნს სუპერთასის შეხვედრა დორტმუნდთან ელის. რეკორდმაისტერს შეიძლება გნაბრიმ და კომანმა ვერ დაეხმარონ, რომლებსაც ტრავმები აქვთ.


01-08-2019