სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ფენერბახჩე გაანადგურა

ნიკო კოვაჩმა თომას მიულერი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მაგრამ ცოტა ხანში ფეხბურთელს მინდორზე გამოსვლა მაინც მოუწია. სერჟ გნაბრის ერთ-ერთ ეპიზოდში კუნთი გაეჭიმა...

მიულერის გამოსვლის შემდეგ ბაიერნმა ბურთების გატანა დაიწყო. შესვენებამდე რეკორდმაისტერმა ანგარიში 5:0-მდე აიყვანა. დუბლი თვითონ მიულერმა შეასრულა, თითო გოლი სანჩესმა, კომანმა და გორეცკამ გაიტანეს.

შესვენების შემდეგ მიულერმა ჰეთ-ტრიკი მიითვალა. მშვენიერი გადაცემა მას ზულეს გაუკეთა.

მეტოქემ ერთი ბურთის გაჰქვითვა შეძლომ. გორეცკას შეცდომის შემდეგ კრუზემ ულრაიხის კარები აიღო.

მატჩის მიწურულს ბურთის გატანა ზინჰს შეეძლო, მაგრამ ახალზელანდიელის დარტყმა მეკარემ სახით მოიგერია.

ოთხშაბათს საღამოს Audi Cup-ის ფინალში ბაიერნი ტოტენჰემს დაუპირისპირდება. ინგლისურმა კლუბმა რეალი ჰარი კეინის გოლით ანგარიშით 1:0 დაამარცხა.


31-07-2019