სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

უპირატესობის მიუხედავად მხოლოდ 0:0...

პირველი ტაიმი ინტენსიურ ბრძოლაში წარიმართა. შანსები ორივე ნაკრებს ჰქონდათ. ვერნერის დარტყმა არეოლამ მოიგერია. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ რუდიგერის გადაცემა ჰუმელსმა ვერ გამოიყენა. მცველის თაური დარტყმა კარებს ასცდა.

ფრანგების მხრიდან შანსი ჟირუს ჰქონდა, მაგრამ ნოიერმა იყოჩაღა. 42-ე წუთზე სტუმრებმა სახიფათო საჯარიმო ვერ გამოიყენეს. მბაპეს დარტყმის შემდეგ ნოიერმა ბურთი ხელებში გააქვავა. ტაიმის დამატებულ დროში კარგი დარტყმა რუდიგერმა განახორციელა, მაგრამ არეოლამ ბურთი აიღო.

მეორე ტაიმის დებიუტში ფრანგებს კარგი შეტევა გამოუვიდათ. მაგრამ ნოიერმა გრიზმანის დარტყმა გაანეიტრალა.

57-ე წუთი კარგი გამჭოლი გადაცემა ვერნერმა შეასრულა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია, რომელმაც გერმანელებს დივიდენტები არ მოუტანა. თითქმის ეგრევე სახიფათო მომენტი ფრანგებმაც შექმნეს, მაგრამ დასკვნით სტადიაზე მბაპემ ბურთი ვერ გაიჩერა.

61-ე წუთზე მიულერმა საშუალო დისტანციიდან დაარტყა, არეოლა ბურთს ადგილზე დახვდა. დარტყმის მცდელობა კიმიხსაც ჰქონდა, ბურთი ხარიხას გადაუფრინა. 64-ე წუთზე გრიზმანის სახიფათო დარტყმა ნოიერმა მოიგერია.

გინტერის, მიულერის და როისის სახიფათო სამსვლიანი კონტრშეტევა არეოლამ გაანეიტრალა. სწრაფი კონტრშეტევა მეტოქეს გამოუვიდა, მბაპემ კარებს ბურთი ააცილა.

72-ე წუთზე არეოლამ ჰუმელსის უძლიერესი დარტყმა მოიგერია. სტუმრების მეკარემ სასწაული ჩაიდინა. ამ წუთებში გერმანიამ უპირატესობა მოიპოვა. გუნდოგანის დარტყმა კარებს ასცდა.

მიულერმა მარცხენა ფლანგიდან ბურთი ცხრიანისკენ ჩაუხვია, მაგრამ არეოლამ ისევ იყოჩაღა. კუთხურიდან ჩაწოდებული გინტერის თაურით დასრულდა, მაგრამ თამაშში ისევ მეკარე ჩაერთო.

მატჩის ბოლოს თამაშის ტემპი საგრძნობლად დაეცა. მხოლოდ 0:0...


07-09-2018