სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ღია ვარჯიში ჩაატარა

კვირას დღისით ბაიერნმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც 2000 გულშემატკივარი დაესწრო. ფეხბურთელებმა ფანებს ვარჯიშის დაწყებამდე ავტოგრაფები დაურიგეს და "სელფები" გადაიღეს.

ვარჯიშის პირველი ნაწილი, რომელიც 45 წუთი გაგრძელდა, ფიზიკურ კონდიციების გაუმჯობესებას დაეთმო. შემდეგ ფეხბურთელებს ბურთები დაურიგეს.

ბაიერნელებმა თამაშის დროს ეფექტური ილეთები და ლამაზი ბურთები შეაგდეს. გულშემატკივრებისგან მოთამაშეები კომპლიმენტებით დასაჩუქრდნენ.

2 საათის შემდეგ ნიკო კოვაჩმა ფინალური სასტვენი მისცა. წინა სასეზონო მომზადება ძალიან ინტენსიურად ვითარდება.


29-07-2019