სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ტურნე გამარჯვებით დაასრულა

სასტარტო შემადგენლობაში ნიკო კოვაჩმა საინტერესო სვლა განახორციელა. ნომინალური ვინგერი ალფონსო დეივისი მარჯვენა მცველად დააყენა. საერთო ჯამში ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა.

მატჩი ბაიერნის უპირატესობით დაიწყო, მაგრამ უფრო სახიფათო მომენტები მილანს ჰქონდა. საშუალო დისტანციიდან ბიგლიამ გაისროლა, ასევე რეალური შანსი პაოლო მალდინის ვაჟს დენიელს ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ახლო დისტანციიდან კარებს ააცილა.

ბაიერნის რიგებში ყველაზე აქტიურად კომანი გამოიყურებოდა. ერთ ეპიზოდში ფრანგი საჯარიმოს ფარგლებში მოცელეს, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა არ გაბედა. მიულერის თაური დარტყმა დონარუმამ გაანეიტრალა.

მიუნხენელებმა თავისას ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. კიმიხმა გენიალური გადაცემით გორეცკა იპოვა, რომელმაც ბურთი კარებში გადააგზავნა. მეტოქის მეკარე უძლური აღმოჩნდა, 1:0.

მეორე ნახევარი მილანის ფეხბურთელების უხეშობით დაიწყო. ჯერ მიულერი წააქციეს, შემდეგ კომანის გარღვევა წესების დარღვევით ჩალჰანოღლუმ გააჩერა, რომელიც კინაღამ ფეხბურთელების ჩხუბით დასრულდა. თურქმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო.

ნიკო კოვაჩმა ისევ როტაციას მიმართა. კარებში ადგილი ულრაიჰმა დაიკავა, რომელმაც ზულეს შეცდომის შემდეგ ბაიერნის გადარჩენა მოახერხა.

მატჩის მიწურულს არბიტრმა რეკორდმაისტერის ორი გოლი არ ჩათვალა. ბურთები ჯერ არპმა (მანამდე ხელში მოხვდა) და შემდეგ ალაბამ (ოფსაიდი დაფიქსირდა) გაიტანეს.

აშშ-ს ტურნე ბაიერნმა გამარჯვებით დაასრულა. 3 შეხვედრაში გუნდმა 6 ქულა დააგროვა.


24-07-2019