სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ხავი მარტინეზთან

სეზონის სტარტი უკან ჩამოიტოვეთ. როგორ შეაფასებდით ამ მონაკვეთს?
"კარგად. ძალიან პოზიტიურად. ვფიქრობ, რომ გუნდში შექმნილ სიტუაციით ყველანი კმაყოფილები არიან. წინ გრძელი გზის გავლა გველის, მაგრამ წარმატებული სვლის გაგრძელება გვმართებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს გამოგვივა, წინ წარმატებული სეზონი გვექნება".

ვარჯიშებზე ძმები კოვაჩები მონაწილეობას ყოველთვის იღებენ. როგორ შეაფასებდით მათ დონეს?
"ეგრევე ჩანს, რომ ყოფილი ფეხბურთელები არიან. ფეხბურთის თამაში ძალიან უყვართ. ჩვენთან ერთად ხშირად კვადრატს თამაშობენ. ეს სიყვარული მათთან საუბრებშიც იგრძნობა. რასაკვირველია, ეს ყველაფერი უპირატესობას წარმოადგენს. როდესაც ფეხბურთელი იყავი ყველაფერი უფრო კარგად იცი".

ორ კვირაში სტარტს ჩემპიონთა ლიგა აიღებს. ბედნიერებისთვის დამატებითი მიზეზია, მეთანხმებით?
"რა თქმა უნდა. ჩემპიონთა ლიგა მშვენიერი ტურნირია. ევროპის საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ მშვენიერ ქალაქებში და მშვენიერ სტადიონებზე თამაშობ. ამ ტურნირის დიდი მოლოდინი გაგვაჩნია".

ცოტა ხანში ოქტობერფესტი დაიწყება. აქ დიდი ხანია ცხოვრობთ და შეიძლება ითქვას, რომ ამ დღესასწაულის ექსპერტი გახდით. რა მოლოდინი გაქვთ?
"მშვენიერი დღესასწაულია. ოქტობერფესტი ბავარიული მიწისთვის და ქალაქისთვის ბევრს ნიშნავს. მე თავს უკვე მიუნხენელად ვთვლი. აქედან გამომდინარე ეს დღესასწაული ჩემთვისაც მშვენიერია. ოქტობერფესტზე ოჯახთან და მეგობრებთან დროის გატარება შეიძლება. განრიგში ამისთვის დროს აუცილებლად მოვნახავთ (იცინის)".


06-09-2018