სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა არსენალთან წააგო

წინა სასეზონო მომზადების პირველი შეხვედრა მარცხით დასრულდა. International Champions Cup-ის ფარგლებში ბაიერნი არსენალთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრა ნიკო კოვაჩმა ექსპერიმენტალური შემადგენლობით დაიწყო. პირველ ტაიმში ხელსაყრელი მომენტები ორივე გუნდს ჰქონდათ, მაგრამ გერმანელი მეკარეები ლენო და ნოიერი საიმედოდ თამაშობდნენ.

მეორე ნახევარი ბაიერნის ავტოგოლით დაიწყო. ბურთი საკუთარ კარებში ერთ-ერთმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა პოზნიანსკიმ გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ მიუნხენელებმა ინიციატივა ხელთ ჩაიგდეს და რამდენიმე მომენტი შექმნეს. 71-ე წუთზე გნაბრის ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ შესანიშნავი თაური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 1:1.

გოლის შემდეგ კარგი დარტყმები გნაბრიმ და კომანმა განახორციელეს. პირველ შემთხვევაში მეკარემ იყოჩაღა, მეორე მომენტში ბურთი კარებს ცოტათი ასცდა. ფრანგი ვინგერი საკმაოდ აქტიურად გამოიყურებოდა და მარცხენა ფლანგზე თამაშს სტაბილურად ამწვავებდა.

მატჩის მიწურულს არსენალის ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მეორე ბურთი შეაგდეს. ეპიზოდის ერთ-ერთი ანტიგმირი ისევ პოზნიანსკი გახლდათ, მან მეტოქის დარტყმის ბლოკირება ვერ მოასწრო. ულრაიჰი უძლური აღმოჩნდა.

გასულ შეხვედრაში რეკორდმაისტერის რიგებში დებიუტი ფიტე არპმა და ბენჟამენ პავარმა იზეიმეს.


18-07-2019