სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე: მშვენიერი გუნდი გვყავს

"1977 წელს აშშ-ში ფეხბურთელის ამპლუაში ვიყავი ჩამოსული. განუმეორებელი და შესანიშნავი გამოცდილება მივიღე. მაშინ გუნდთან ერთად მხოლოდ ერთი ფოტოგრაფი და ერთი ჟურნალისტი ჩამოვიდა", ღიმილით გაიხსენა რუმენიგემ.

"ბაიერნს ბევრი ამერიკელი სპონსორი ჰყავს. აშშ-ში 150 ოფიციალური ფანკლუბი არსებობს. კარგი პრეზენტაციის გაკეთება გვმართებს", გააგრძელა ბაიერნის ფუნქციონერმა.

"სალიჰამიჯიჩი მიუნხენში დარჩა. მანდ სატრანსფერო ბაზარს უფრო კარგად დააკვირდება", თქვა კარლ-ჰაინცმა.

"მშვენიერი გუნდი გვყავს. განსაკუთრებით ეს დაცვის ხაზს ეხება. ევროპაში არც ისე ბევრი გუნდია, რომლებსაც ანალოგიური დონის დაცვა ჰყავთ", დაასრულა რუმენიგემ.


16-07-2019