სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მეგობრებთან სტუმრად

ორშაბათს დილით ბაიერნი გეზს ლოს ანჟელესზე აიღებს, სადაც გუნდს ალფონსო დეივისი შეუერთდება. აწალწვეული ლუკა ერნანდეზი მიუნხენში დარჩება, სადაც მუხლზე ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცესს გაივლის.

"ძალიან საინტერესო მოგზაურობა გველის", განაცხადა თომას მიულერმა. საინტერესო შეხვედრების გარდა ბაიერნი 3 ტოპ დონის გუნდს დაუპირისპირდება.

"ამ მატჩების დიდი მოლოდინები გაგვაჩნია. ჩვენი ფეხბურთელებისთვის სასარგებლო გამოცდილება იქნება. განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა მოთამაშეებს ეხება", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა.

"ამ სამ მატჩს ფეხბურთელებს შორის სათამაშო კავშირების აღსადგენად გამოვიყენებთ, რომლებსაც შემდეგ ბუნდესლიგის შეხვედრებში ვიხილავთ. კარგად ვარჯიში გვმართებს, იმისთვის რომ სეზონისთვის ოპტიმალურად მომზადება შევძლოთ", დაასრულა ხორვატმა სპეციალისტმა.


15-07-2019