სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნს ნაკრების ფეხბურთელები დაუბრუნდნენ

პარასკევს ზებენერ შტრასეს ნაკრების ფეხბურთელები დაუბრუნდნენ. დღის მთავარ ამოცანად მათთვის ფიზიკურ მდგომარეობის შემოწმება იყო. "შვებულებამ სარგებელი მომიტანა. აკუმულატორების დატენვა მოვახერხე. სავარჯიშოდ მზად ვარ", განაცხადა მანუელ ნოიერმა. რეკორდმაისტერის კაპიტნის გარდა ფიზიკური მომზადების შემოწმება სერჟ გნაბრიმ, ლეონ გორეცკამ, იოზუა კიმიხმა, ნიკლას ზულემ, სვენ ულრაიჰმა, დავიდ ალაბამ, რობერტ ლევანდოვსკიმ, კინგზლი კომანმა და გუნდის ახალწვეულმა ბენჟამენ პავარმა გაიარეს.

საღამოს გუნდი ღია ვარჯიშს გამართავს. შესაბამისად, ნიკო კოვაჩის განკარგულებაში თითქმის უკვე ყველა ფეხბურთელი იმყოფება. შვებულებაში ჯერ კიდევ ალფონსო დეივისია, რომელმაც მონაწილეობა Gold Cup-ში მიიღო. ლუკას ერნანდეზი ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს.


12-07-2019